Tag Archives: შოკის

ჰისტამინი

ჰისტამინი – ჰისტიდინის ამინომჟავას წარმოებული. შედის არააქტიური, შეკავშირებული სახით ცხოველებისა და ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებში. მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოთავისუფლდება ალერგიული რეაქციებისას, შოკის დროს, დამწვრობისას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ჰიპოქოლესტერინემია

ჰიპოქოლესტერინემია – სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დაქვეითება; აღინიშნება ღვიძლის ციროზის, ღვიძლის კიბოს, თირეოტოქსიკოზის,  შიმშილობის, ანემიების, თალასემიის, შოკის, რევმატოიდული ართრიტის  და სხვ. დროს. (1)  ჰიპოქოლესტერინემია არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლში ქოლესტერინის დონის მკვეთრი შემცირებით (<120 მგ/დლ). მიუხედავად იმისა, რომ ქოლესტერინის მაღალი დონე კორელაციაშია გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან, ხშირად ჰიპოქოლესტერინემიაც გარკვეული პრობლემის მიმანიშნებელია. თუმცა ასევე შესაძლებელია ჰიპოქოლესტერინემია

Read More

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More

ტრავმული ტოქსიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული ტოქსიკოზი – (ბერძ. Trauma დაზიანება, ჭრილობა)თავისებური პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება  დაზარალებულებში კიდურების რბილი ქსოვილების ხანგრძლივი (4 – 8 საათი) გაჭყლეტით დანგრეული შენობების, ნაგებობების ნამტვრევებით, შახტების ჩამონგრევისას და სხვ. ტრავმული ტოქსიკოზის კლინიკური მიმდინარეობა იყოფა 3 პერიოდად: ადრეული (მე – 3 დღემდე), როდესაც სჭარბობს შოკის მოვლენები; შუამდებარე (მე

Read More

პლაზმის შემცვლელები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლაზმის შემცვლელები – საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სამკურნალო მიზნებით სისხლის პლაზმის შესაცვლელად ან მისი შემადგენლობის კორექციისათვის მწვავე სისხლდაკარგვის, შოკის, ინტროქსიკაციებისა და სხვ. დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა