Tag Archives: შრეში

ნეირობლასტომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირობლასტომები – ვითარდება სიმპათიკურ ნერვებში და განგლიებში, ასევე თირკმელზედა ჯირკვლის მედულარულ შრეში. განსაკუთრებით ხშირად ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის და მიმდებარე ქსოვილების ზონაში, შემდეგ კისრის განგლიებიდან, უკანა შუასაყარიდან, პერიტონეუმგარე სივრციდან და მუცლის ღრუდან. ამ ფორმის წილად მოდის დაახლოებით 10% ბავშვთა ასაკის ყველა ავთვისებიანი სიმსივნეებისა. ერთ წლამდე ასაკში დიაგნოსტირდება სიმსივნეების

Read More

მარცვლოვანი გარეთა ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარცვლოვანი გარეთა ფირფიტა – (lamina granularis externa) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის მეორე შრე. შედგება სხვადასხვა ფორმის წვრილი ნეირონებისაგან, რომელთა დენდრიტები მიემართება მოლეკულურ შრეში, ხოლო ნეირიტები კი – ან თეთრ ნივთიერებაში, ან – მოლეკულურ შრეში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More