Tag Archives: შრეში

გორგლისახლო უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გორგლისახლოუჯრედები  – (cellulae juxtaglomerulares სინ. უჯრედები იუქსტაგლომერული) არტერიოლის კუნთოვან შრეში თირკმლის გორგლის მომტანი თავისებური უჯრედები, რომლე­ბიც განლაგებული არიან იმ უბნებში, სადაც არტერიოლა ეხება ნეფ­რონის დისტალური – (ჩასართავი) ნაწილის მკვრივ ლაქას. ვარაუ­დობენ, რომ ეს უჯრედები გამოიმუშავებენ ცილოვან ნივთიერებას – რენინს, რომელიც მონაწილეობს სისხლის წნევის რეგულაციაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ.

Read More

leontiasis ossea

leontiasis ossea – 1. (ბერძ. leon ლომი; osseus ძვლოვანი) ქალას ზოგიერთი ძვლის ზომების ნელი პროგრესირებადი ზრდა. ტერმინი მოგვაწოდა ვიხროვმა. leontiasis ossea  წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გამოვლინებას, რომლებიც იწვევენ სახის და ქალის ტიპიურ დეფორმაციას. ამ ტიპის დეფორმაციები შესაძლოა წარმოიქმნან განვითარების ანომალიის, საცრემლე და ცხვირის გასავლების ინფექციური დაზიანებების, პეჯეტის დაავადების, პარათირეოიდული ოსტეოდისტროფიის, ნეიროფიბრომატოზის, ძვლების სიმსივნეების დროს. ახალგაზრდებში იგი

Read More