Tag Archives: შრიდან

ყვითელი სხეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითელი სხეული – 1. (corpus luteum) დროებითი დამატებითი ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც საკვერცხეში ოვულაციის შემდეგ მწიფე ფოლიკულის გასკდომის – გახლეჩის ადგილას წარმოიქმნება. ყვითელ სხეულში ფოლიკულური ეპითელიუმის ჯირკვლოვანი ტრანსფორმაციის შედეგად პროდუცირდება ჰორმონი პროჟესტერონი, რომელიც აუცილებელია ენდომეტრიუმის მოსამზადებლად, ჩანასახის ენდომეტრიუმში იმპლანტაციისა და პლაცენტის განვითარებისათვის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

ქონდრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, განვითარებული  ხრტილოვანი ქსოვილიდან, რომელიც აზიანებს ძირითადად მტევნებისა და ტერფების გრძელ ძვლებს. განასხვავებენ 2 ფორმას: ენქონდრომები, რომელიც ვითარდება ძვლის სიღრმეში, და ეკქონდრომები, რომლებიც წარმოიქმნებიან ძვლის ზედაპირული შრიდან და იზრდებიან ეგზოფიტურად, გარემომცველი რბილი ქსოვილების მხარეზე. ხშირად მიმდინარეობენ უსიმპტომოდ; ვლინდებიან მხოლოდ ძვლების დეფორმაციითა და პათოლოგიური მოტეხილობებით;

Read More

ფოლიკულური საკვერცხის ეპითელიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულური საკვერცხის ეპითელიუმი – (epithelium folliculare / stratum granulosum / ბერძნ.epi  –  ზევით, thele  –  დვრილი; ლათ.folliculus  –  ფოლიკული, stratum  –  შრე და პკფტგდგქ  –  მარცვალი) საკვერცხის ფოლიკულის ამომფენი ეპითე­ლიუმი, რომლის სისქე ფოლიკულის განვითარების შესაბამისად იცვლება ერთი შრიდან მრავალ შრემდე. ფოლიკულური ეპითელიო­ციტები  –  ფოლიკულოციტები მონაწილეობენ ოოციტის კვებასა

Read More

ლიპოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიპოსომები – ხელოვნურად მიღებული სფერული ნაწილაკები დიამეტრით 10 მკმ – ზე ნაკლები, წარმოქმნილნი ლიპიდების ბიომოლეკულური შრიდან; ლიპოსომებმა შესაძლებელია განახორციელონ სამკურნალო საშულებების ტრანსპორტი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გასტრულაციის იმიგრაციულიტიპი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტრულაციის იმიგრაციულიტიპი – (typus immigrationalis ლათ. immigratio – გამოსახლება) იმიგრაციას ახასიათებს ბლასტულის კედლიდან ბლასტომერების ბლასტოცელში გამოსახლება. იქმნება ორი ჩანასახოვანი ფურცელი: ბლასტომერების გარეთა შრიდან წარმოიქმნება ექტოდერმა, შიგნითა მხრიდან – ენდოდერმა – (ნაწლავღრუიანები). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More