Tag Archives: შუბლი

პრადერ – ვილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრადერ – ვილის სინდრომი – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება სიცოცხლის პირველ წლებში ზრდაში ჩამორჩენით, გონებრივი ჩამორჩენით, სასქესო ჯირკველების განუვითარებლობით, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებით, გასუქებით. დამახასიათებელია მრგვალი სახე, ნუშისებრი თვალები, დაბალი შუბლი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მეტოპიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტოპიზმი – (ბერძ. Metopon – შუბლი) მოზრდილ ადამიანებში თავის ქალას შუბლის წილის შუა ხაზის ნაკერის შეუხორცებლობა (ჩვეულებრივ ეს ნაკერი ხორცდება 2 წლის ასაკში); აღინიშნება საკმაოდ იშვიათად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დე ლანგეს სინდრომი I

დე ლანგეს სინდრომი I – (Cornelia de Lange, ჰოლ. პედიატრი) თანდაყოლილი სისტემური დაავადება მრავლობითი დეგენერაციული ანომალიების კომბინაციით; ვლინდება დიფუზური კუნთოვანი ჰიპოტროფიით, ექსტრაპირამიდული და გონებრივი განვითარების დარღვევებით. ახალშობილები ნაკლებმოძრავნი არიან, ცუდად წოვენ, მიდრეკილნი არიან დიარეისაკენ, აღენიშნებათ ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენა; ავადმყოფებს აქვთ დამახასიათებელი გარეგნობა: მიკროცეფალია ან მიკრობრაქიცეფალია, შუბლი ფართოა, ცხვირი მოკლე; აღინიშნება ჰიპერტელორიზმი, ჰიპერპლასტიკური ქვედა

Read More

დე ბარსი – მოან – დირკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დე ბარსი – მოან – დირკის სინდრომი – კანის, თვალის და ტვინის მემკვიდრეობითი ანომალიების შერწყმა: ტანდაბლობა, ოლიგოფრენია, დამახასიათებელი სახე – გამოდრეკილი შუბლი, პატარა პირი, წვრილი ტუჩები, თვალის ფართო ჭრილი, ჰიპერტელორიზმი, ყურის დიდი ნიჟარები, განუვითარებელი დისპლასტიკური ხელის მტევნები და ტერფები, გენერალიზებული კუნთოვანი ჰიპოტონია მყესთა მომატებული რეფლექსებით, მშრალი, გამჭვირვალე,

Read More

გილფორდ – ტენდლოს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გილფორდ – ტენდლოს სინდრომი – ანჰიდროზი. ექტოდერმული წარმოშობის მოშლილობა, რომლის ძირითადი სიმპტომებია: კომპლექსური ანჰიდროზი ან მაღალი ტემპერატურის გადაუტანლობა და თერმორეგულაციის მძიმე მოშლილობანი, კანის თმიანი ნაწილების ჰიპოტრიქოზი და კანის დანარჩენი ნაწილების ატრიქოზი, ცხიმის გამოყოფის შემცირება, ანოდონტია ან ჰიპოდონტია, ზოგჯერ უნაგირისებური ცხვირი, ატროფიული რინიტი, გამოდრეკილი შუბლი, განვითარების სხვა მანკები.

Read More