Tag Archives: შუბლ

შუბლ – საფეთქლოვანი დემენცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუბლ – საფეთქლოვანი დემენცია – დეგენერაციული დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდება თავის ტვინის შუბლის წილისა და  საფეთქლის წილების წინა ნაწილების ქერქის ასიმეტრიული დაზიანებით და ვლინდება 45 – 65 წლის ასაკში მზარდი ჭკუასუსტობით, ქცევის გამოხატული ცვლილებებით და სხვა დარღვევებით (აპათია, გაღიზიანებადობა, იმპულსურობა) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ფერსტერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფერსტერის სიმპტომი – (О.  Foerster,  გერმ.  ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი)   ბავშვთა ცერებრალური დამბლის ფორმა, რომელიც განპირობებულია დიდი ტვინის შუბლის წილების განუვითარებლობით და შუბლ – ხიდნათხემოვანი გზების განუვითარებლობით; ვლინდება კუნთოვანი ტონუსის მკვეთრი დაქვეითებით, ჰიპერკინეზებით, ფსიქიკისა და მოძრაობითი სფეროს განვითარების შეფერხებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

კორტიკო – ბაზალური დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორტიკო – ბაზალური დეგენერაცია – თავის ტვინის დეგენერაციული დავადება, რომელიც ვლინდება ბაზალური განგლიების (პარკისონიზმი, დისტონია, კანკალი, მიოკლონია) და შუბლ – თხემის ქერქის (აპრაქსია, ასტერეოგნოზი და სხვ.) დაზიანების ნიშნების შერწყმით. დამახასიათებელია ასიმეტრიული დაზიანება და ,,უცხო” ხელის ფენომენი. რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარდება უმოძრაობა და ლეტალური გამოსავალი. მკურნალობა სიმპტომატურია. გაფრთხილება!

Read More

გუამის კომპლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გუამის კომპლექსი – კლინიკური სინდრომი – პარკინსონიზმის, შუბლ – საფეთქლოვანი დემენციისა და გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის ნიშნების შერწყმა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გამელოტება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გამელოტება – (ალოპეცია) (კანისა და ვენ. დაავ.) თმების გამეჩხერება და ცვენა. ჩვეულებრივ ვითარდება სებორეის, ნერვული გადაძაბვის, ენდოკრინული აპარატის ფუნქციური დარღვევის და ა.შ. დროს. განასხვავებენ გამელოტების რამდენიმე სახეს. ადრეული გამელოტება ვითარდება სებორეის ფონზე, განსაკუთრებით თუკი აღინიშნება სებორეული დერმატიტი. ასეთ ავადმყოფებს, 20 წლის ასაკში, ეწყებათ თმების ცვენა, შემდეგ ხდება

Read More