Tag Archives: ჩამოყალიბება

ულტრატომია ანუ ულტრამიკროტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ულტრატომია ანუ ულტრამიკროტომია – (ultratomia seu ultramicrotomia ლათ. ultra – ზე, ბერძნ. micros – მცირე და tome – გაკვეთა) ულტრატომების, ანუ ულტრამიკროტომების მეშვეობით მეტად თხელი ანათლების მიღების ხერხების ერთობლიობა. თანა­მედროვე ულტრამიკროტომების საშუალებით შესაძლებელია 100 Ao სისქის უჯრედებისა და ქსოვილების ანათლების მიღება, რომლებიც საჭიროა ელექტრონული მიკროსკოპიისათვის. ულტრატომირებისთვის ობიექტების

Read More

პრეკოლაგენური ბოჭკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრეკოლაგენური ბოჭკოები – (fibrae precollagenae ლათ.pre – წინა და იხ.ბოჭკოები კოლაგენური) კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნის საწყისი სტადიის – არგიროფილური ბოჭკოების სახესხვაო­ბა. კოლაგენურ ბოჭკოებად გადაქცევის შემდეგ პრეკოლაგენური ბოჭკოები კარგავენ არგიროფილიას. ამ ბოჭკოების სტრუქტურული სუბერთეულებია 300 – 1500 Ao სისქის პროტოფიბრილები. მათ აქვთ განივი დახაზულობა ნათელი და მუქი ზოლების გამო,

Read More

პათოფსიქოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პათოფსიქოლოგია – ფსიქოლოგიის დარგი, რ – იც შეისწავლის პიროვნებისა და მისი ფსიქიკური მოქმედების ავადმყოფური რღვევის კანონზომიერებებს. მისი ჩამოყალიბება მჭიდროდაა დაკავშირებული ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის განვითარებასთან. პათოფსიქოლ. კვლევის მონაცემებით სარგებლობენ ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში დიფერენც. – დიაგნოსტიკური ამოცანების გადაწყვეტისას. საბჭ. კავშირში პათოფსიქოლოგიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ლ. ვოგოტსკისა და დ.

Read More

მოწიფულობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მოწიფულობა – ადამიანის ბიოლოგიურ სისტემათა მომწიფების შესაბამისად მისი ფსიქიკური უნარ – თვისებების განვითარება, ჩამოყალიბება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კონტენტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კონტენტი – (ინტ.) content სერვერის, ან საინფორმაციო კომპლექსის, ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შიგთავსი: ტექსტი, გრაფიკა, მულტიმედია, რომელთა ჩამოყალიბება ვებ გვერდების სახით, ჰიპერტექსტური მონიშვნის საშუალებით ხდება. კონტენტის არსებითი პარამეტრებია მისი მოცულობა, აქტუალობა და რელევანტობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა