სიმსუქნე – ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვება. შეიძლება აღენიშნებოდეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რიტმის, ჭარბი კვების დროს. ძირითადი როლი ენიჭება მეტაბოლიზმის მოშლას ნეიროენდოკრინული დარღვევების გამო. არ გამოირიცხება ცნს – ის, განსაკუთრებით კი ჰიპოთალამური მიდამოს როლი. ამ პათოლოგიის განვითარებაში შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სომატოტროპული ჰორმონის უკმარისობას, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების მობილიზაციას ცხიმოვანი დეპოებიდან. სიმპტომები. ზომიერი სიმსუქნე
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასთენოპია კუნთოვანი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიოპია, ჰეტეროფორია, კონვერგენციის სისუსტე; არაიშვიათად ამ მიზეზების კომბინირება. სიმპტომები, მიმდინარეობა. თვალის დაღლა, ტკივილი თვალებში და თავის ტკივილი, გარდამავალი დიპლოპია საგნების ახლო მანძილებზე დათვალიერების დროს. ეს მოვლენები სწრაფად იხსნება თუკი ავადმყოფი დახუჭავს ერთ თვალს. დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ ჩივილებს, მიოპიისა და ჰეტეროფორიის გამოვლინებას. მკურნალობა,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასთენოპია აკომოდაციური – ეტიოლოგია, პათოგენეზი. არაკორეგირებული ჰიპერმეტროპია, პრესბიოპია, ასტიგმატიზმი; ცილიარული კუნთის სისუსტე. ზედმეტი დაძაბვის გამო ხდება ცილიარული კუნთის დაღლა; მის შესუსტებას ხელს უწყობს ზოგადი დაავადებები და ინტოქსიკაციები. სიმპტომები: თვალებში დაღლისა და სიმძიმის შეგრძნება; თავის ტკივილი და ტკივილი თვალებში ახლო მანძილზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ; 40 წელზე უფროს პირებში
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანორგაზმია – ყველაზე უფრო ხშირი ფრიგიდულობის გამოვლინება, განპირობებული სქესობრივი ურთიერთობების დისჰარმონიით. შესაძლებელია წარმოიქმნას მამაკაცის ნაადრევი თესლის დაღვრის, შეწყვეტილი სქესობრივი აქტის, ქალის არასაკმარისი ფსიქოეროტიკული მომზადების, არასწორად შერჩეული პოზის შედეგად. გარდა ამისა, ქალი, როგორც სექსუალური პარტნიორი უფრო დამოკიდებულია მამაკაცზე, რომელიც განსაზღვრავს სქესობრივი აქტის ჩატარების სიხშირეს, რიტმს, ფორმას, ხოლო ქცევის