Tag Archives: ჩირქოვანი

პარაცისტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაცისტიტი – შარდის ბუშტის ირგვლივი ცხიმოვანი უჯრედისის ჩირქოვანი ანთება. ვითარდება შარდის ბუშტისა და მასთან მიმდებარე ქსოვილების ტრავმის შედეგად, ინსტრუმენტალური კვლევისას, ბუშტის პუნქციისა და კათეტერიზაციის დროს, შარდის ბუშტზე, წინამდებარე ჯირკვალზე ოპერაციის შემდეგ. ვლინდება ცხელებით, ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, მუცლის კუნთების დაჭიმვით და სხვ. დიაგნოზი დგინდება ცისტოსკოპიით, ცისტოგრაფიით გაფრთხილება!

Read More

პანართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პანართრიტი – (panarthritis; ბერძ. Pan ყველა + ართრიტი; სინ.: სახსრის ფლეგმონა) მწვავე ჩირქოვანი ართრიტი, რომელიც მიმდინარეობს სახსრის ყველა ანატომიური წარმონაქმნის დაზიანებითა (ძვლების, ხრტილების, სინოვიალური გარსების, იოგების) და მისი გარემომცველი რბილის ქსოვილების ჩირქოვანი ანთებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა