Tag Archives: ცენტროსფერო

ცენტროსფერო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროსფერო – (centrosphaera ლათ.centrum – ცენტრი და ბერძნ.sphaira – სფერო) უჯრედის ცენტრის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია „ნათელი არის“ მსგავსად ცენტრიოლების გარშემომკვრელი უჩანართებო ციტოპლაზმის უბნით. უჯრედის ცენტრის გაყოფისას მიტოზის დროს ცენტროსფეროც ასევე იყოფა ორ ნაწილად, რომლებიც მიემართებიან აქრომატული თითისტარას პოლუსებისკენ. ზოგჯერ ტერმინს „ცენტროსფერო“ ხმარობენ, როგორც „უჯრედის ცენტრის“ სინონიმს,

Read More

ცენტროსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროსომა – (centrosoma ლათ. centrum – ცენტრი და ბერძნ. soma, somatos – სხეული) უჯრედის ორგანოიდი, რომელსაც ეწოდება უჯრედის ცენტრი . იგი შედგება ერთი, ან უფრო ხშირად, ორი ცენტრალური სხეულაკისაგან – ცენტრიოლებისაგან , რომელთაც გარს ეკვრის ნათელი ციტოპლაზმა – ცენტროსფერო . ტერმინს „ცენტროსომა“, რომელიც შემოიღო ბოვერიმ (1888), საკმაოდ

Read More

უჯრედის ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ცენტრი – (centrum cellulae იხ.სინ.ცენტროსომა) უჯრედის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოიდი – მისი კინეტიკური ცენტრი. იგი შედგება ერთი ან ორი თვითრედუპლიცირებადი წარმონაქმნის, ე.წ.ცენტრიოლისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ცენტროდესმოზით და გარშემო შემორტყმულია ნათელი ციტოპლაზმით (ცენტროსფეროთი). თუ ცენტროსფეროში რადიალურად მიმართული ციტოპლაზმური ძაფებია, მას ასტროსფეროს უწოდებენ. ზოგჯერ ყველა აღნიშნულ ტერმინს:

Read More

დიპლოსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიპლოსომა – (diplosoma ბერძნ.diploos – ორმაგი და soma, soma­tos – სხეული) ორმაგი სხეულაკი ცენტროსომაში (უჯრედულ ცენტ­რში), რომელიც წარმოდგენილია ციტოპლაზმის სხივისებურად ორიე­ნტირებული ნივთიერებებით გარშემოკრული ორი ცენტრიოლით (იხ. ცენტროსფეროები). ტერმინი პირველად იხმარა მონტგომერიმ (1904). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More