ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტოქსიკური T – ლიმფოციტები – (T – lymphocyti cytotoxici) – ლიმფოციტები, რომელთა პროლიფერაცია და დიფერენცირება ეფექტორულ უჯრედებად მიმდინარეობს პერიფერიულ სისხლმბად ორგანოებში ანტიგენის მოქმედების საპასუხოდ. უზრუნველყოფენ ორგანიზმის შიგა გარემოს გენეტიკურ მუდმივობას – შლიან უცხო უჯრედებს უშუალოდ (ცვლიან მათი ციტოლემის შეღწევადობას) ან ლიმფოკინების – მედიატორების გამოყოფის მეშვეობით. (ც. გაჩეჩილაძე,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაყოფის შემობრუნება – (ქირურგ.) სამეანო ოპერაცია, როდესაც რაიმე მიზეზით ნაყოფის არსებულ მდებარეობას ცვლიან სხვა, და ამავდროულად, ყოველთვის სიგრძივ მდებარეობად. შემობრუნება საშვილოსნოს პირის სრული გაღების შემთხვევაში (კლასიკური შემობრუნება). ოპერაციის ჩვენებებს მიეკუთვნება ნაყოფის ირიბი ან განივი მდებარეობები, თავის არასწორი ჩადგმა (შუბლით წინმდებარეობა, ისრისებური ნაკერის მაღალი სწორი დგომა, სახით წინმდებარეობის