Tag Archives: ცვლისა

ჰიპოთალამური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოთალამური სინდრომი – 1. სიმპტომთკოპლექსი, რომელიც გამოწვეულია ჰიპოთალამუსის დისფუნქციით თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად. კლინიკური სურათი ყალიბდება ნეიროენდოკრინული (ჰიპოპიტუიტარიზმი პროლაქტინემიასათან ერთად, უშაქტო დიაბეტთან ან ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომთან), კვების დარღვევებით (მგლის მადა, ან ანორექსია) ვეგეტატიური დისფუნქციით, ვეგეტატიური კრიზების ჩათვლით წყალ – ელექტროლიტური და ნახშირწყლოვანი ბალანსის, თერმორეგულაციის,

Read More

სისხლის პლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის პლაზმა – სისხლის თხიერი ნაწილი, რომელშიც შეწონილ მდგომარეობაშია იმყოფება სისხლის ფორმიანი ელემენტები. მის შემადგენლობაში შედის ცილები, ნახშირწყლები, ლიპიდები, ელექტროლიტები, ჰორმონები, ვიტამინები, გახსნილი აირები და ნივთიერებათა ცვლის შუალედი პროდუქტები. სისხლის პლაზმის ცილები, რომელთა რაოდენობა 7 – 8% შეადგენს, მონაწილეობენ წყლის ცვლაში, ჰორმონების ვიტამინების, ცხიმების ტრანსპორტში, სისხლის შედედების

Read More

როზაბალის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზაბალის სინდრომი – ხასიათდება ცხიმოვანი ცვლისა და თანდაყოლილი სქესობრივი დარღვევებით (ფრელიხის ადიპოზოგენიტური დისტროფიის მსგავსად), პიგმენტური რეტინიტით, სინდაქტილიით ან პოლიდაქტილიით, გონებრივი განუვითარებლობით (ოლიგოფრენია). აღინიშნება განვითარების მრავალი სხვა დეფექტიც: თვალის მხრივ (სიბრმავე), გულის თანდაყოლილი მანკები, ორმხრივი ჰიდრონეფროზი, თავის ქალას დეფორმაცია, სმენის დაქვეითება, სიყრუე, ქვემო კიდურთა სპასტიკური დამბლები, სახსრებში მოძრაობის

Read More

ნევრიტი კოქლეარული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნევრიტი კოქლეარული – (სასმენი მილის ნევრიტი). სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება, რომელიც ხასიათდება სმენის დაქვეითებით და ხმაურის შეგრძნებით ერთ ან ორივე ყურში. მიზეზები მრავალგვარია; მათგან მნიშვნელოვანია: დაავადებები (გრიპი, ეპიდემიური პაროტიტი, ეპიდემიური მენინგოკოკური მენინგიტი, ტიფი, წითელა, ქუნთრუშა და სხვ.), ათეროსკლეროზი, ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის დაავადებები, სამკურნალო პრეპარატებით (ქინინი, სალიცილატები, სტრეპტომიცინი,

Read More

მეტაქრომული ლეიოკოდისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტაქრომული ლეიოკოდისტროფია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ლიპიდური ცვლისა მოშლით და ნერვული ბოჭკოების მიელინური გარსების წარმოქმნის დარღვევით ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა