Tag Archives: ციებში

ეოზინოფილური გრანულოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილური გრანულოციტი – / აციდოფილური / (gra­nu­locytus acidophilus eosinophilus ბერძნ.eos – აისი, შეფერილობა) სისხლის მსხვილი თეთრი უჯრედები. სისხლის ყველა ლეიკოციტის 1 – 5% – ს შეადგენს; შეიცავს ეოზინოფილურ გრანულებს, მონაწილეობს ორგანიზმის დამცველობით რეაქციებში, უცხო ცილის მიმართ ალერ­გიულ და ანაფილექსიურ რეაქციებში. აქვთ ფაგოციტოზის უნარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

ეოზინოფილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილები – (eosinophiliae იხ.ეოზინოფილია) სისხლის უფერო უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს მარცვლოვანებას, რომელიც ინტენსიურად იღებება ეოზინით წითლად ან ვარდისფრად. ეო­ზინოფილები ბაზოფილურ და ნეიტროფილურ ლეიკოციტებთან ერთად­ ეკუთვნის მარცვლოვან ლეიკოციტებს, ანუ გრანულოციტებს . ისინი ვითარდებიან ძვლის წითელ ტვინში, გაივლიან რა ჰემოცი­ტობ­ლასტის, პრომიელოციტის, მიელოციტის და მეტამიელოციტის სტადიებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More