Tag Archives: ცილოვანი

ქრონიკული ჰეპატიტი

ქრონიკული ჰეპატიტი – ხშირად ვითარდება როგორც მწვავე ვირუსული ჰეპატიტის შედეგი. მის პროგრესირებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება იმუნური პროცესების დარღვევებსაც. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, უსიმპტომოდ და გამომჟღანვნდეს  მხოლოდ ღვიძლის ციროზის განვითარების შემთხვევაში. (იხ) სიმპტომები. ავადმყოფები, როგორც წესი, უჩივიან ყრუ ხასიათის ტკივილებს ღვიძლის არეში, მადის დაქვეითებას, პირში მწარე გემოს, პირის სიმშრალეს, დისპეფსიურ მოვლენებს. გამოკვლევებით დგინდება ღვიძლის, იშვიათად კი

Read More

ფილამენტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილამენტები – (filamenta ლათ.filum  –  ძაფი)  –  სუბმიკროსკოპული სისქის ძაფისებრი ცილოვანი სტრუქტურები (მაგ., მიონეირო –  და ტონოფილამენტები). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფიბრილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრილები – ძაფისებრი ცილოვანი სტრუქტურები უჯრედებში და ქსოვიოლებში, მაგ. კოლაგენური ბოჭკოები, კუნთოვანი – მიოფიბრილები, ნერვული   – ნეიროფიბრილები. ძირითადად წარმოადგენს საყრდენ სტრუქტურებს,  ხოლო კუნთებში შემკუშავ წარმონაქმნებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ურემია

ურემია – ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული თვითმოწამვლის კლინიკური სინდრომი, რომელიც თირკმელების უკმარისობითაა განპირობებული: სისხლში ხდება ცილოვანი ცვლის საბოლოო და შუალედური ტოქსიკური პროდუქტების დაგროვება, მჟავა – ტუტოვანი და ოსმოსური წნევის წონასწორობის დარღვევები. ვლინდება მოდუნებით, სისუსტით, მძინარობით, გონების დაბინდვით, თავის ტკივილით, მხედველობის დარღვევით, პირის სიმშრალით, წყურვილით, ფაღარათით, კანის ქავილით, ღრძილებიდან სისხლდენით და სხვ. დაავადების ბოლო სტადიებზე სახის

Read More

ურბახ – ვიტეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურბახ – ვიტეს დაავადება – (E. Urbach, ამერიკ. დერმატოლოგი; C. Wiethe, ავსტრ. ოტოლარინგოლოგი; სინ.: კანისა და ლორწოვანი გარსების ჰიალინოზი, ლიპოპროტეინოზი) კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად. დაავადება ვლინდება ჩვილ ასაკში კანის, ასევე პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებით.

Read More