Tag Archives: ცილ

პროტეიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტეიდები – 1. რთული ცილები; შედგება მარტივი ცილებისა (პროტეინები) და არაცილოვანი კომპონენტისაგან – პროსთეტიული ჯგუფისაგან. არაცილოვანი კომპონენტის მიხედით პროტეიდებს ყოფენ 5 ჯგუფად: გლიკოპროტეიდები, ლიპოპროტეიდები, ნუკლეოპროტეიდები, ქრომოპროტეიდები და ფოსფოპროტეიდები. პროტეიდებს განეკუთვნება მრავალი ცილა – ფერმენტი. პროტეიდები მონაწილეობს ნივთიერებათა გარდაქმნის მრავალ რეაქციაში, სხვადასხვა უჯრედისა და ქსოვილის შენებაში. დიდია პროტეიდების

Read More

პროტამინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტამინები – 1. დაბალმოლეკულური ცილები (მოლ. მასა 4000 – 12000), რ – ებიც მოიპოვება თევზის სპერმატოზოიდში. პროტამინები დიდი რაოდენობით შეიცავს ფუძე ამინომჟავებს, განსაკუთრებით არგინინს (70 – 80%), რაც განაპირობებს ამ ცილების საერთო ფუძე თვისებებს. პროტამინები კარგად იხსნება წყალში, მჟავე და ნეიტრალურ არეში, ილექება ტუტეებით, გაცხელებისას არ დენატურირდება.

Read More