Tag Archives: ცისტინის

ცისტინურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტინურია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია თირკმელებში 4 ამინომჟავას (ცისტინი, ლიზინი, არგინინი, ორნიტინი) უკუშეწოვის დარღვევით, რაც იწვევს შარდში ცისტინის კონცენტრაციის მომატებას. მიმდინარეობს პიელონეფრიტით, შარდის კენჭების წარმოქმნით. მკურნალობა: სითხის დღე – ღამური მოხმარების გაზრდა, შარდის გატუტიანება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცისტინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტინოზი – მემკვიდრეობითი დაავადება: ამინომჟავების ცვლის დარღვევა, რაც იწვევს ლეიკოციტებში, რქოვანაში, ძვლის ტვინში, ღვიძლში, ელენთაში ცისტინის დაგროვებას. დაავადება ვლინდება ზრდაში ჩამორჩენით, ძვლების რაქიტისმაგვარი ცვლილებებით, მხედველობის დარღვევებით, ღვიძლის პროგრესირებადი უკმარისობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ლინიაკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლინიაკის სინდრომი – მემკვიდრეობითი დაავადება, გამოწვეული ცისტინის ცვლის დარღვევითა და მისი კრისტალების ჩალაგებით ძვლის ტვინის რეტიკულურ უჯრედებში, ღვიძლში, ელენთაში და ლიმფურ სისტემაში და ასევე რქოვანას უჯრედებსა და კონიუნქტივაში. დამახასიათებელია ზრდაში ჩამორჩენა, ძვლებში რაქიტისებური ცვლილებების განვითარება, მხედველობის დარღვევა, ამინოაციდურია, გლიკოზურია, ჰიპოფოსფატემია და ანემია. მემკვიდრეობითი გადაცემა რეცესიული ტიპით. სინონიმები:

Read More