Tag Archives: ციტოლემის

ციტოტოქსიკური T – ლიმფოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტოქსიკური T – ლიმფოციტები – (T – lymphocyti cytotoxici) – ლიმფოციტები, რომელთა პროლიფერაცია და დიფერენცირება ეფექ­ტორულ უჯრედებად მიმდინარეობს პერიფერიულ სისხლმბად ორგა­ნოებში ანტიგენის მოქმედების საპასუხოდ. უზრუნველყოფენ ორგანიზ­მის შიგა გარემოს გენეტიკურ მუდმივობას – შლიან უცხო უჯრედებს უშუალოდ (ცვლიან მათი ციტოლემის შეღწევადობას) ან ლიმფო­კინების – მედიატორების გამოყოფის მეშვეობით. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

ჩამკეტიზონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩამკეტიზონა – / ზღუდარი ტერმინალური* მკვრივი შეერ­თება / (zona occludens ლათ.occludens   –   ჩამკეტი)     ორი მეზობელი უჯრედის ციტოლემის (პლაზმოლემის) გარე მემბრანათა შეერთების ზონა; მონაწილეობს უჯრედთა იონურ მეტაბოლურ ცვლასა და მექა­ნიკურ შეერთებაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

უჯრედთა მარტივი შეერთება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედთა მარტივი შეერთება – (functio cellularum simplex) – მეზობელ უჯრედთა ციტოლემის კონტაქტი, რომლის დროსაც მიმდინარეობს გლიკოკალიქსის შრეებს შორის ურთიერთქმედება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ნექსუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნექსუსი – (nexus ლათ.nexus – შეერთება) ნაპრალისებრი შეერთება (მაcულა communicans). მოკონტაქტე უჯრედების ციტოლემის უბნები ქმნის არხებს. აქვთ უჯრედებს შორის იონების და დაბალმოლეკულური ნაერთების გადაცემის უნარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

ეპითელური უჯრედები

ეპითელური უჯრედები – / ეპითელიოციტები / (cellulae epitheliales / epitheliocyti / ბერძნ. epi – ზევით, thele – დვრილი, cytos – უჯრედი) უჯრედები ეპითელური ქსოვილის შემადგენლობაში. ახასიათებთ: პოლარობა, სპეციალური ორგანელები და ციტოლემის კონტაქტები, რომლებიც მათ ერთ მთლიან ფენად აერთიანებს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი