Tag Archives: ცნება

სტიმული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტიმული – (ფსიქოლოგია)  (ლათ. stimulus – ბასრბოლოიანი ჯოხი, რომლითაც ერეკებოდნენ საქონელს) ზემოქმედება, რომელიც განაპირობებს ინდივიდის ფსიქიკური მდგომარეობის დინამიკას (აღნიშნული როგორც რეაქცია) და არის ძიების მიზეზი მის მიმართ. ფიზიოლოგიაში და ფსიქოფიზიოლოგიაში ცნება ,,სტიმული” გაიგივებულია გაღიზიანების ცნებასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტატუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტატუსი – ცნება, რომელიც მედიცინაში გამოიყენება შემდეგის აღნიშვნისას: 1. ავადმყოფის მდგომარეობა გამოკვლევის მომენტში და დაავადების, ტრავმის ადგილობრივი გამოვლინება; 2. ზოგიერთი კლინიკური სინდრომის გახანგრძლივებული მიმდინარეობა ან მდგრადობა (სტატუს ასტმატიკუს ან ანგინოზუს და სხვ.); 3. კონსტიტუციის ანომალიის ტიპი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა