Tag Archives: ცხელება

პოსადას დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსადას დაავადება – კალიფორნიის ცხელება, უდაბნოს რევმატიზმი, კოკციდიომიკოზი, სოკოვანი წარმოშობის სასუნთქი ორგანოების დაავადება. კლინიკურად წააგავს კავერნოზულ ტუბერკულოზს, ახასიათებს რა სისხლიანი ხველება და კვანძოვანი ერითემა. ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს პროცესის გენერალიზაციას მენინგეალური მოვლენებით. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭებაკანის დადებით სინჯებს და კომპლემენტის შეკავების რეაქციას. გვხვდება უმთავრესად კალიფორნიაში და არგენტინაში. სინონიმები:

Read More

პოლინოზი

პოლინოზი 1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან: პოლინოზი – ალერგიული დაავადება, იგივეა, რაც თივის ცხელება. 2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან: პოლინოზი სეზონური ხასიათის ალერგიული დაავადებაა, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა მცენარეების მტვრის მიმართ მომატებული მგრძნობელობით, სენსიბილიზაციით, ახასიათებს სასუნთქი გზების, კონიუნქტივის, კანის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემისა  და შინაგანი ორგანოების  დაზიანება. სიმპტომები, მიმდინარეობა პოლინოზის გამოვლინებები შეიძლება იყოს:

Read More