Tag Archives: ცხელების

პარაყივანახველა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაყივანახველა – 1. მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაყივანახველის ჩხირი; ჰგავს ყივანახველის მსუბუქ ფორმას. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 2 – დან 5 წლამდე. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 – 11 დღეს. დაავადება მიმდინარეობს ცხელების გარეშე, ხველით, რომელმაც შესაძლებელია მიიღოს კრუნჩხვითი, ყივანახველისებრი ხასიათი. გართულებები (პნევმონიები) შედარებით იშვიათია, მიდინარეობა კეთილვისებიანია.

Read More

პარატიფი A და B

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარატიფი A და B – მწვავე ინფექციური დაავადებები, რომელთა გამომწვევებია, შესაბამისად, A და B პარატიფის ბაქტერიები. დაავადებები ხასიათდებიან მუცლის ტიფთან ძალიან მსგავსი ეპიდემიოლოგიური თვისებებითა და კლინიკური სურათით. ინფექიის წყაროა დაავადებულები, გამოჯანმრთელებულები და ბაქტერიამტარებლები; დასნებოვნება ხდება, ორალური გზით, გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრის შედეგად. პარატიფი A მიმდინარეობის თავისებურებანი: უფრო მოკლე

Read More