Tag Archives: ცხოველთა

ციტოგენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოგენია – (cytogenia ბერძნ.cytos – უჯრედი და gonos – დაბადება) – მცენარეთა და ცხოველთა გამრავლების ხერხი ცალკეული უჯრედის მეშვეობით (ვეგეტატიური გამრავლებისგან განსხვავებით, რომელიც ხორციელდება უჯრედული კომპლექსების ხარჯზე). მრავალუჯრედოვან ორგანიზმებში ციტოგონიის ტიპური მაგალითია სქესობრივი გამრავლება სასქესო უჯრედების – გამეტების საშუალებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More

შედარებითი ანატომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შედარებითი ანატომია – ანატომიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ცხოველური ორგანიზმისა და მისი ორგანოების აგებულების და განვითარების კანონზომიერებებს ევოლუციის პროცესში, დაწყებული უმდაბლესი ფორმებიდან უმაღლესამდე, სხვადასხვა სისტემატური ჯგუფის ცხოველთა შეპირისპირების გზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქოლეცისტოკინინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლეცისტოკინინი – (სინ.: პანკრეოზიმინი)ადამიანისა და ცხოველთა ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს კუჭ – ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციების ჰემორალურ რეგულაციაში. ქოლეცისტოკინინი შედის ე. წ. ენტერული სისტემის შემადგენლობაში და სხვა ჰორმონების მსგავსად მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესების თანამიმდევრობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსევდოაქტინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოაქტინოზი – აქტინობაცილოზი, პროაქტინომიკოზი ცხოველთა ინფექციური დაავადებაა. ადამიანი იშვიათად ავადდება. ახასიათებს თავის, კისრისა და ლიმფური კვანძების ჩირქოვანი დაზიანება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფილოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილოგენეზი  – (phylogenesis ბერძნ.phylon  –  გვარი, ტომი, genesis  –  განვითარება, წარმოშობა. სინ.ფილოგენია) მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, აგრეთვე ორგანიზმების ამა თუ იმ ტაქსონო­მიური ცალკეული ჯგუფის (ტიპების, კლასების და ა.შ.) ისტორიული განვითარების პროცესი. ტერმინი „ფილოგენეზი“ შემოიღო ე.ჰეკელმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More