Tag Archives: ცხოველი

სპერმაცეტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმაცეტი – (სპერმა და ბერძნ. ketos  –  ზღვის დიდი ცხოველი), ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც იღებენ კაშალოტის თავის ფიბროზული პარკიდან. შედგება პალმიტინმჟავასა და ცეტილის სპირტის რტული ეთერისაგან. სპერმაცეტი წყალში უხსნადი თეთრი ფირფიტისებრი კრისტალებია. კარგად იხსნება ეთერში, აცეტონში, ცხელ სპირტში. tდნ 53 – 54°C. იყენებენ კოსმეტიკაში კრემებისა და მალამოების დასამზადებლად.

Read More

სარკოცისტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარკოცისტოზი – სარკოსპორიდიოზი, შინაური და გარეული ცხოველების (ზოგჯერ ადამიანის) უსიმპტომოდ მიმდინარე ქრონიკული ინვაზიური დაავადება, რომელსაც იწვევს ერთუჯრედიანი პარაზიტი სარკოცისტი. სარკოცისტოზის დროს კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება ენდოზოიტებით სავსე ცისტა. ძლიერი ინვაზიის შემთხვევაში ვითარდება სიკოჭლე. ენდომიოკარდიტი, დამბლა. თუ ცხოველი ძლიერაა დაზიანებული ნაკლავის გამოყენება მხოლოდ ტექ. მიზნით შეიძლება. მკურნალობის მეთოდი ჯერჯერობით

Read More