Tag Archives: ცხოველქმედების

პეისმეკერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეისმეკერი – (ინგლ. pace­maker ტემპის მიმცემი, რიტმის წამყვანი) პერიოდულად წარმოქმნილი, გავრცელებადი აგზნების წყარო, რომელიც რომელიმე აგზნებად სისტემას რთავს ცხოველქმედების ერთიან სპეციფიკურ აქტში; საჭიროა განვასხვავოთ ხელოვნური და ბუნებრივი პეისმეკერი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

პათოლოგიური ფიზიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პათოლოგიური ფიზიოლოგია – 1. (სინ.: ფიზიოპათოლოგია, ზოგადი პათოლოგია) მეცნიერება ავადმყოფი ორგანიზმის ცხოველქმედების შესახებ ან ავადმყოფი ორგანიზმის ფიზიოლოგია. 2. მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის დაავადებულ ორგანიზმში ავადმყოფობისა და კომპენსატორულ – შეგუებითი პროცესების წარმოქმნის, მიმდინარეობისა და გამოსავლის კანონზომიერებებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More