Tag Archives: ძარღვი

ტენოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენოტომია – (ბერძ. Tenon მყესი, ძარღვი + tome გაკვეთა)მყესის გაკვეთის ქირურგიული ოპერაცია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტენოლიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენოლიზი  – (ბერძ. Tenon მყესი, ძარღვი + lysis გახსნა, გათავისუფლება)ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს მყესების გათავისუფლებაში გამრემოცველ ქსოვილებთან ნაწიბუროვანი შეხორცებებისაგან. ასეთი შეხორცებები წარმოიქმნება რბილი ქსოვილების დაზიანების, ძვლების მოტეხილობების, ოპერაციული ჩარევების, ხანგრძლივი იმობილიზაციისა და სხვ. შედეგად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტენოდეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენოდეზი – (tenodesis; ბერძ. Tenon მყესი, ძარღვი + dosis დაკავშირება)სახსრის ფუნქციონალურად ხელსაყრელ მდგომარეობაში სტაბილიზაციის ოპერაცია, რომელიც ხორციელდება სახსრების მოძრაობის შეზღუდვის გზით; ოპერაციის დროს მყესებს აფიქსირებენ ძვლებთან, რომლებიც წარმოქმნიან სახსარს; აგვარად, ისინი ასრულებენ სახსრის დამატებითი იოგების ფუნქციას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პანკრეატოქოლანგიოგრაფია რეტროგრადული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პანკრეატოქოლანგიოგრაფია რეტროგრადული – (ბერძ. Pankreas, pankreatos კუჭქვეშა ჯირკვალი + chole ნაღველი + angeion ძარღვი, კალაპოტი + grapho გამოსახვა; ლათ. Retrogradus უკან მოძრავი, უკანა; სინ.: ენდოსკოპური რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფია) კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრებისა და სანაღვლე გზების რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდი თორმეტგოჯა ნაწლავის ფატერის დვრილის გავლით საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის გზით. ამ მეთოდის

Read More

ნეირონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირონიტი – (ბერძ. neuron – ძარღვი, ნერვი) ნეირონების ანთებითი დაზიანება. ტერმინი გამოიყენება უმთავრესად ვესტიბულური განგლიის ნეირონების ანთებითი დაზიანებით, რომელიც ხასიათდება მწვავედ განვითარებული, ზოგჯერ ვირუსული ინფექციის შემდეგ, ვესტიბულური თავბრუსხვევეით, განმეორებითი ღებინებით, წონასწორობის მკვეთრი დარღვევით, ნისტაგმით. სიმპტომები გრძელდება რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზე და არ იწვევს სმენისა და სხვა

Read More