Tag Archives: წამწამების

აქსოსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აქსოსომა – (ბერძნ.axon – ღერძი და soma, somatos – სხეული) წამწამების ფუძეში ელექტრონმკვრივი გრანულა, რომელზეც ბოლოვ­დება ცენტრალური ფიბრილები. ტერმინი ეკუთვნის ფორე ფრემიეს (1962). აქსოსომას უწოდებენ აგრეთვე „აქსიალურ გრანულას“ ან «წამწამების ცენტრალური ფიბრილების გრანულას“. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ატფ

ატფ – (ადენოზინტრიფოსფორმჟავა)  – ნაერთი, რომელიც შედგება ადენინის, რიბოზისა და სამი ფოსფატური ჯგუფისაგან. ატფ – ის მოლეკულაში ფოსფატური ჯგუფები მიერთებულია მაკროერგული კავშირების მეოხებით, ასე რომ, მათი მოწყვეტის დროს დიდი რაო­დენობით ენერგია თავისუფლდება. ამ დროს ატფ გარდაიქმნება ადფ – ად (ადენოზინდიფოსფორმჟავად). ატფ – ს შეიცავს მიტოქონდრიები და სხვა მრავალი უჯრედოვანი სტრუქტურა. ის გამოიყენება უჯრედის სუნთქვის პროცესში,

Read More