Tag Archives: წარმოქმნას

მალუთეინიზირებელი ჰორმონი

მალუთეინიზირებელი ჰორმონი – ჰიპოფიზის წინა წილის მიერ გამომუშავებული გონადოტროპული ჰორმონი. არეგულირებს საკვერცხეების მიერ ქალის სასქესო ჰორმონებისა და სათესლეების მიერ მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნას. ქალის ორგანიზმში იწვევს ოვულაციასა და ყვითელი სხეულის წარმოქმნას; ქიმიური ბუნებით წარმოადგენს გლიკოპროტეიდს. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!  

ლეშა – ნაიხანის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეშა – ნაიხანის სინდრომი – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ფერმენტ ჰიპოქსანტინფოსფორიბოზილტრანსფერაზის დეფიციტთან, რაც იწვევს შარდმჟავას მომატებას შარდში, შარდში კენჭების წარმოქმნას, ქორეოათეტოზს, გონებრივ ჩამორჩენას, სპასტიკურ დამბლას, თითებისა და ტუჩების თვითდაზიანებას მათი მოკვნეტით. გადაეცემა X – ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული

Read More