Tag Archives: წარმოქმნითა

ცილინდრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილინდრომა – (cyindroma; ცილინდრი + – oma სიმსივნე; სინ.: ადენოცისტური კიბო) ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნე, რომელიც ხასიათდება ცილინდრული სტრუქტურების წარმოქმნითა და სტრომის ჰიალინოზით. ცილინდრომა ვითარდება სანერწყვე ჯირკვლებში, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს საცრემლე ჯირკვლებშიც, ზედა სასუნთქი გზების, ბრონქების, საყლაპავის, საშვილოსნოს ყელის ლორწოვან ჯირკვლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ოსიპოვის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსიპოვის სიმპტომი – ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანის და ენის სიმშრალე, ტუჩებზე ნახეთქების წარმოქმნითა და ენის შეშუპებით; აღინიშნება ენდოგენური დეპრესიების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მანიაკურ – დეპრესიული ფსიქოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მანიაკურ – დეპრესიული ფსიქოზი – ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება აგზნებისა და დათრგუნვის წარმოქმნითა და პერიოდული განმეორებით და ფსიქიკური დარღვევების სრული გაქრობის პერიოდებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ანემია მაკროციტული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანემია მაკროციტული – (anaemia macrocytica; სინ.: მემკვიდრეობითი არასფეროციტული ჰემოლიზური ანემია, დაიკ – იანგის თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემია) მემკვიდრეობითი ანემია, რომელიც განპირობებულია არასრულყოფილი ერითროციტების – მაკროციტების წარმოქმნითა და მათი გაძლიერებული დაშლით. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ამბივალენტური აზროვნება

ამბივალენტური აზროვნება – ხასიათდება ერთდროულად ურთიერთსაპირისპირო აზრების წარმოქმნითა და თანაარსებობით. განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული შიზოფრენიისას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი