Tag Archives: წარმოქმნილი

რედუქციული გაყოფა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედუქციული გაყოფა – (fissio reductionalis ლათ.reducere  –  შემცირება)   პირველი რიგის ოოციტებისა და სპერმატოციტების მომ­წიფების პირველი გაყოფა (მეიოზური გაყოფა), რომლის შედეგად ქრომოსომების რიცხვი ორჯერ მცირდება (ქრომოსომების რედუქცია). რედუქციული გაყოფის შემდეგ წარმოქმნილი მეორე რიგის სპერმა­ტოციტებსა და ოოციტებს აქვს არა დიპლოიდური, არამედ ჰაპლოი­დური ქრომოსომების ნაკრები (იხ.მეიოზი). ტერმინი შემოიღო ვეისმანმა (1887).

Read More

რეაქტიული მდგომარეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეაქტიული მდგომარეობა – (ფსიქოლოგია)  (ლათ. re – საწინააღმდეგო და actio – მოქმედება) განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა (ფსიქოგენიები), რომელთა კლინიკურ სურათში აისახება ფსიქიკური ტრავმის შინაარსი. გამოყოფენ შემდეგ სახეებს: 1. რეაქტიული დეპრესიები, როდესაც ფსიქოტრავმის შედეგად ადამიანი იმყოფება დათრგუნულ მდგომარეობაში, რაც გამოიხატება შებოჭილობით, გაღარიბებული მიმიკით (ადამიანი ნაკლებმოძრავია, კითხვებზე პასუხობს მიკლედ, არაგამომხატველი

Read More