Tag Archives: წარსულში

შრატისმიერი დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი დაავადება – 1. ალერგიული დაავადება, რომელიც ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით შრატის შეყვანის შედეგად. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმები ანტისხეულების და ანტიგენის ურთიერთქმედებით. ავადდებიან უხშირესად მოზრდილები. სიმპტომები. დაავადება იწყება შრატის შეყვანის ადგილზე ქავილისა და დისკომფორტის გაჩენით. შრატის შეყვანის გაგრძელების შედეგად დაავადება სწრაფად პროგრესირებს,

Read More

ფსიქოლოგიური დრო (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოლოგიური დრო (ფსიქოლოგია) – ადამიანის ფსიქიკაში მისი ცხოვრებისეული გზის მოვლენებს შორის დროებითი ურთიერთობების სისტემების ასახვა. ფსიქოლოგიურ დროში შედის: ცხოვრების სხვადასხვა მოვლენების  ერთდროულობის, თანამიმდევრობის, ხანგრძლივობის, სიჩქარის  შეფასება, მათი აწყმოსადმი კუთვნილება, სიშორე წარსულში და მომავალში, შეზღუდულობისა და გაჭიანურების, წყვეტილობისა და უწყვეტობის განცდა, დროის შეზღუდულობა და უსაზღვროობა, ასაკის, ასაკოვანი ეტაპების

Read More

ფსიქიკური დეფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური დეფექტი – ავადმყოფური პროცესის შედეგად განპირობებული ამა თუ იმ ფსიქიკური ფუნქციის მოშლა  ცენტრალური ნერვული სისტემის დისოციაციის შედეგად. ფსიქიკური დეფექტის ჩარჩოებში, რომელიც ფორმირდება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების, თავის ტვინის  ტრავმის, ენცეფალოპათიების, ინტოქსიკაციების, ატროფული და სისხლძარღვოვანი პროცესების შედეგად, შესაძლებელია მოხდეს ფსიქიკის გამოხატული ცვლილებები, სხვადასხვა ხარისხის  ჭკუასუსტობამდე და

Read More

ტრადიცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრადიცია – კულტურული ნორმები და ფასეულობები, რომლებსაც ადამიანები იღებენ მათი წარსულში სარგებლიანობის, ჩვევის გამო და რომლებიც შესაძლოა გადაეცეს მომავალ თაობებს. (სოც. და მარკ.კვლ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

დეჟა ვიუ

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეჟა ვიუ – (ფრანგ. deja vu – უკვე ნანახი) ფსიქიკური დარღვევა, – შეგრძნება იმისა, რომ მოცემულ მომენტში დანახული (პირები, მოვლენები, გარემო) წარსულში უკვე განცდილია; წარმოადგენს დერეალიზაციის სახესხვაობას. შესაძლებელია აღინიშნებოდეს სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების (მათ შორის შიზოფრენის), თავის ტვინის საფეთქლის წილის დაზიანების (მათ შორის საფეთქლისმიერი ეპილეფსიის) დროს. გაფრთხილება! ბმულები:

Read More