Tag Archives: წაშლილი

ტკიპისმიერი ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტკიპისმიერი ენცეფალიტი – ვირუსული დაავადება. გადამტანები – ტკიპები. დასნებოვნება ხდება ტკიპების კბენის შედეგად. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 10 – 14 დღეს. დასაწყისი მწვავეა, აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი. ყველაზე მეტად ტიპიურია კისრის და მხრის სარტყლის კუნთების ატროფიით მიმდინარე დამბლები, თავის ქალას ნერვების დაზიანებები, მენინგეალური სინდრომის ნიშნები. უფრო

Read More

სეფსისური გახანგრძლივებული ენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეფსისური გახანგრძლივებული ენდოკარდიტი – ინფექციური ხასიათის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს როგორც გულის (პირველ რიგში ენდოკარდიუმის), ასევე სხვა შინაგანის ორგანოების დაზიანებით. ენდოკარდიტი უფრო ხშირად უვითარდებათ გულის რევმატიული ან თანდაყოლილი მანკებით (მათ შორის ოპერაციის შემდგომი), ასევე ათეროსკლეროზით დაავადებულებს. იშვიათად დაავადება ვითარდება შეუცვლელი გულის ფონზე. ჩვეულებრივ დაავადების გამომწვევია მომწვანო სტრეპტოკოკი, იშვიათად

Read More

პელვიოპერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელვიოპერიტონიტი – (გინეკ.) მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება მკვეთრი ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, მუცლის შებერილობით, განავლის და აირების შეკავებით, ტემპერატურის მომატებით, მაჯისცემის გახშირებით. ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ნადებით. მუცლის პალპაციისას ვლინდება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა მის ქვედა ნაწილში, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი.

Read More

დიაფრაგმისქვეშა აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიაფრაგმისქვეშა აბსცესი – ჩირქის დაგროვება ღვიძლის ზედა ზედაპირსა და დიაფრაგმის ქვედა ზედაპირს შორის. დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ვითარდება მუცლის ღრუს ზედა ნაწილის ორგანოებში (ღვიძლი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე გზები) განლაგებული ანთებითი კერებიდან ჩირქმბადი ბაქტერიების გავრცელების შედეგად. ზოგჯერ დიაფრაგმისქვეშა აბსცესი ვითარდება სხვა ანთებითი დაავადებების დროსაც (ქალის სასქესო ორგანოების

Read More

გილფორდ – ტენდლოს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გილფორდ – ტენდლოს სინდრომი – ანჰიდროზი. ექტოდერმული წარმოშობის მოშლილობა, რომლის ძირითადი სიმპტომებია: კომპლექსური ანჰიდროზი ან მაღალი ტემპერატურის გადაუტანლობა და თერმორეგულაციის მძიმე მოშლილობანი, კანის თმიანი ნაწილების ჰიპოტრიქოზი და კანის დანარჩენი ნაწილების ატრიქოზი, ცხიმის გამოყოფის შემცირება, ანოდონტია ან ჰიპოდონტია, ზოგჯერ უნაგირისებური ცხვირი, ატროფიული რინიტი, გამოდრეკილი შუბლი, განვითარების სხვა მანკები.

Read More