Tag Archives: წესებს

სკიალოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკიალოგია – (ბერძ. Skia ჩრდილი + logos სწავლება)რენტგენოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის რენტგენის გამოსახულების წარმოქმნის კანონზომიერებებსა და შეიმუშავებს სხეულის გამოსაკვლევი ნაწილების, ან ორგანოს აგებულებისა და ფუნქციის განსაზღვრის წესებს ნორმაში და პათოლოგიების დროს ჩრდილებისა და განათებების მიხედვით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სიზმარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიზმარი – (ფსიქოლოგია) სუბიექტურად განცდილი წარმოდგენა, უპირატესად მხედველობითი მოდალობისა, რომელიც რეგულარულად წარმოიქმნება ძილის დროს, ძირითადად ,,სწრაფი”ძილის ფაზაში. სიზმრის შინაარსი და ემოციური შეფერილობა, პიროვნების ,,მონაწილეობის” ხარისხი საკუთარ სიზმრებში დაკავშირებულია ,,სწრაფ” ძილში ფიზიკური გადახრების ინტენსივობით. ,,სწრაფი” ძილისათვის დამახასიათებელი თავის ტვინის ქერქის აქტივაცია შედარებით მეტადაა გამოხატული მარჯვენა ნახევარსფეროში, რაც შეესაბამება

Read More