წვრილი ნაწლავის მარტივი წყლული
წვრილი ნაწლავის მარტივი წყლული – წვრილი ნაწლავის პირველადი წყლული წამოადგენს იშვიათ დაავადებას, რომელიც ხასიათდება ერთეული ან მრავლობითი დაწყლულებების გაჩენით უპირატესად თეძოს ნაწლავში; მორფოლოგიურად მოგვაგონებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკურ წყლულს. გვხვდება ძირითადად მამაკაცებში.
წვრილი ნაწლავის მარტივი წყლული – ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ადგილობირვი სისხლძარღვოვანი დარღვევები, კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის მომატებული აქტივობა, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება (პრედნიზოლინი, კალიუმის მარილები და სხვ.).