Tag Archives: წვრილი ნაწლავი

ანკილოსტომოზი

განმარტებითი ლექსიკონი ანკილოსტომოზი – პარაზიტების,კერძოდ, ნემატოდების (Ancylostoma duodenale) მიერ წვრილი ნაწლავის ინვაზია .

ბარიუმის ოყნა

განმარტებითი ლექსიკონი ბარიუმის ოყნა – პროცედურა,რომლის დროსაც ნაწლავის ქვედა განყოფილებაში შეიყვანება ბარიუმი;სწორი,მსხვილი და წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილის მგომარეობის შესწავლისთვის გამოიყენება.ბარიუმი შეიყვანება ოყნის საშუალებით სწორ ნაწლავში.მუცლის ღრუს რენტგენოგრამაზე აღინიშნება ნაწლავის სანათურის შევიწროვება,გაუვალობის უბნები ან სხვა პათოლოგია.

ნაწლავური ლიპოდისტროფია

ნაწლავური ლიპოდისტროფია intestinal lipodystrophy, Whipple’s disease ნაწლავური ლიპოდისტროფია – სისტემური დაავადება, უპირატესად წვრილი ნაწლავის დაზიანებითა და ცხიმების შეწოვის მოშლით. საკმაოდ იშვიათი დააავადებაა; გვხვდება უპირატესად საშუალო და ხანდაზმული ასაკის მამაკაცებში. ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. ძირითადი სიმპტომებია ფაღარათი (დღეში 5 – 15 – ჯერ), ზოგადი გამოფიტვა, კოლიკური ტკივილები მუცელში, სისუსტე. განავალი უხვი, ღია ფერისაა, ქაფიანი ან მაზისებურია;

Read More