Tag Archives: წინააღმდდეგობის

კვლევების ჩასატარებელი გრანტების პროგრამა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კვლევების ჩასატარებელი გრანტების პროგრამა – კვლევების ჩასატარებელი გრანტების პროგრამა – Research Training Grants ფონდი მხარს უჭერს ბიომედიცინასა და ჯანდაცვის სფეროში კვლევების ჩატარებას, უპირატესად ტროპიკული დაავადებების წინააღმდეგ. გრანტები ძირითადად გამოიყოფა სტაჟირებისათვის, რათა გრანტიორი შემდგომ თავის ქვეყანას გამოადგეს. გამოიყოფა მგზავრობისა და საცხოვრებელი თანხები. შეიძლება გამოყოფილ იქნეს თანხები მონაცემთა შესაგროვებლად.

Read More

ინტერნეტის რეგულირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერნეტის რეგულირება – (ინტ.) საკანონმდებლო და საორგანიზაციო ღონისძიებათა კომპლექსი, მიმართული ინტერნეტის განვითარებასა და მხარდაჭერაზე. მოიცავს: სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობას; ტექნოლოგიურ სტანდარტებს, ლიცენზირებას, ფასთა რეგულირებას; ინტელექტუალური საკუთრების, კონფიდენციალობის, მომხმარებელთა დაცვის და კონკურენციის განვითარების ღონისძიებებს; კომპიუტერულ დანაშაულობათა წინააღმდეგ მიმართულ კანონებს; პროვაიდერული საქმიანობის დამარეგულირებელ კანონებსა და სხვ. ინტერნეტის რეგულირების საშუალებები

Read More