Tag Archives: წინამდებარე ჯირკვალი

პროსტატის კიბო

წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატის ლოკალურად გავრცობილი კიბოს ოპერაციული მკურნალობა (მოყვანილი მასალები გამოქვეყნდა ევროპის უროლოგთა ასოციაციის 24-ე კონგრესზე, სტოგჰოლმი, შვედეთი) Joniau და ავტორთა კოლექტივის მიერ (ლოვენი, ბელგია) მოყვანილია მონაცემები Pპროსტატის ლოკალურად გავრცობილი კიბოს მკურნალობის მულტიმოდალურ მკურნალობაზე მაღალი რისკის ჯგუფის მამაკაცებში (მაღალი რისკი ითვალისწინებს კლინიკურად T 3 – 4 სტადიას ან PSA>20 ნგ/მლ ან გლისონის ჯამი >8).

Read More

პროსტატის ადენომის მედიკამენტოზური მკურნალობა

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის – პროსტატის ადენომის მედიკამენტოზური მკურნალობა პროსტატის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ნაცნობია ყველა მამაკაცისათვის, მაგრამ ყველამ არ იცის რომ ამ დაავადების განვითარება იწყება 50 წლისათვის და დროთა განმავლობაში ნელნელა პროგრესირებს. ჰისტოლოგიურად წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ვითარდება ჯირკვლის გარდამავალ ზონაში რომელიც არის განლაგებული შარდსადენი მილის ირგვლივ. ამით არის განპირობებული ის რომ

Read More

პროსტატის ადენომა

როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი თუ მას დაუდგინდა პროსტატის ადენომა

პროსტატის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ნაცნობია ყველა მამაკაცისათვის, მაგრამ ყველამ არ იცის რომ ამ დაავადების განვითარება იწყება 50 წლისათვის და დროთა განმავლობაში ნელნელა პროგრესირებს. ჰისტოლოგიურად წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ვითარდება ჯირკვლის გარდამავალ ზონაში რომელიც არის განლაგებული შარდსადენი მილის ირგვლივ. ამით არის განპირობებული ის რომ ამ დაავადების ძირითადი და ყველაზე ხშირი გამოვლინება უკავშირდება მოშარდვის აქტს, უფრო ზუსტად მის გაძნელებას და რიგ შემთხვევაში შარდის შეკავებას.

Read More

პროსტატიტი

 პროსტატიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პროსტატიტი (prostatitis) – წინამდებარე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთება. ხშირად ვითარდება ინსტრუმენტული უროლოგიური გამოკვლევებისა და შარდის ბუშტის კათეტერიზაციის შემდეგ.

პროსტატიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება ტკივილი შორისში, შარდის ბუშტისა და  სწორ ნაწლავის მიდამოში, შარდვის გახშირება, ნიქტურია, ტერმინალური ჰემატურია, პიურია, შარდის შეკავება; აღინიშნება მაღალი ტემპერატურა და ინტოქსიკაციის მოვლენები. მანუალური გამოკვლევისას მუცელი გადიდებული, მტკივნეულია, აბსცენდირების დროს აღინიშნება ფლუქტაცია. გართულებები: აბსცესის გაღწევა სწორ ნაწლავში, შარდის ბუშტში, შორისში, სეფსისის განვითარება.

Read More