Tag Archives: წლამდე

პარაყივანახველა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაყივანახველა – 1. მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაყივანახველის ჩხირი; ჰგავს ყივანახველის მსუბუქ ფორმას. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 2 – დან 5 წლამდე. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 – 11 დღეს. დაავადება მიმდინარეობს ცხელების გარეშე, ხველით, რომელმაც შესაძლებელია მიიღოს კრუნჩხვითი, ყივანახველისებრი ხასიათი. გართულებები (პნევმონიები) შედარებით იშვიათია, მიდინარეობა კეთილვისებიანია.

Read More

ორალური ავტომატიზმის რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორალური ავტომატიზმის რეფლექსი – ფილოგენეტიკურად უძველესი პროპრიოცეპტული რეფლექსების ჯგუფი, რომელთა რეფლექტორული რკალის ფორმირებაში მონაწილეობას ღებულობენ სამწვერა, სახისა და ენისქვეშა ნერვები, რომლებიც ანერვიანებენ პერიორალურ კუნთებს. ფიზიოლოგიურად ითვლება ბავშვობის ასაკში – 2 – 3 წლამდე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა