Tag Archives: წნევა

მეზენტერულ – კავალური ანასტომოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზენტერულ – კავალური ანასტომოზი – (ლათ. [vena] Mesenterica ჯორჯალი + [vena] cava ღრუ ვენა; ანასტომოზი) შესართავის შექმნის ქირურგიული ოპერაცია ჯორჯალის ზედა ვენასა და ქვედა ღრუ ვენას, ან მის ტოტებს შორის. ოპერაცია ტარდება პორტული ჰიპერტენზიის დროს, (რომელიც განპირობებულია ღვიძლის ციროზით ან კარის ვენისა და მისი ტოტების ფლებოთრომბოზით), რათა

Read More

დუღილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დუღილი – ინტენსიური ორთქლწარმოქმნა როგორც სითხის თავისუფალი ზედაპირიდან, ისე მთელ მის მოცულობაში წარმოშობილი ორთქლის ბუშტუკების შიგნით აორთქლების გზით მუდმივი გარე წნევის დროს (მაგ., ატმოსფერული წნევა). დუღილი იწყება გარკვეულ ტემპერატურაზე, რომელსაც დუღილის ტემპერატურა ეწოდება. დუღილი შესაძლებელია სითხის ორთქლთან წონასწორობის მთელ ტემპერატურულ ინტერვალში (სამმაგ წერტილსა და კრიზისულ ტემპერატურას შორის).

Read More