ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორსულთა პიელონეფრიტი – (მეან.) არასპეციფიკური დაავადება თირკმლის ინერსტიციული ქსოვილის უპირატესი დაზიანებით. განარჩევენ პიელონეფრიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პიელონეფრიტი ხასიათდება უეცარი დასაწყისით, მაღალი ტემპერატურით, შემცივნებით, ტკივილებით წელის არეში (უხშირესად მარჯვნივ), რომლებიც გადაეცემა საზარდულის მიდამოში. ზოგჯერ ამას თან ერთვის ღებინება, დიზურია, შეკრულობები. პასტერნაცკის სიმპტომი დადებითია. აღინიშნება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორსულთა პიელიტი – (მეან.)თირკმლის მენჯის ანთება. პიელიტის განვითარებას ხელს უწყობს შარსაწვეთების ატონია და მასთან დაკავშირებული შარდის შეკავება, რაც თავის მხრივ განპირობებულია მექანიკური წინააღმდეგობით (ორსული საშვილოსნოს მიერ შარსაწვეთებზე, განსაკუთრებით მარჯვენაზე, ზეწოლა). ინფექცია ხვდება ლიმფური გზებით ნაწლავიდან, იშვიათად – აღმავალი გზით შარდის ბუშტიდან. ყველაზე ხშირი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი. სიმპტომები,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე სურდო – შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება ან სიმპტომი მწვავე ინფექციური დაავადებისა (გრიპი, წითელა, დიფტერია და სხვ.). წინასწარგანმწყობი ფაქტორებია გაცივება, იშვიათად შეიძლება იყოს მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანება. მწვავე სურდო ყოველთვის არის ორმხრივი. სიმპტომები, მიმდინარეობა. თავდაპირველად აღინიშნება შეუძლოდ ყოფნა, სიმშრალის შეგრძნება ცხვირ – ხახაში, ქავილი ცხვირში. ცხვირით სუნთქვა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე ქორეა (რევმატიული ქორეა, სიდენგამის ქორეა) – რევმატიზმის ერთ – ერთი გამოვლენა, თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ვითარდება ბავშვობისა და მოზარდთა ასაკში და უკავშირდება ანტინეირონალური ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ურთიერთქმედებენ ბაზალური განგლიების ანტიგენებთან. წარმოიქმნება რევმატიზმის მწვავე შეტევიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ჰიპერკინეზი წარმოიქმნება მწვავედ ან ქვემწვავედ. ხორხისა და
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მშობიარობის შემდგომი პარამეტრიტი – ინფექციის გავრცელების (სტაფილო – , სტრეპტოკოკები, ეშერიხიები და სხვ.) შედეგი ლიმფოგენურად მშობიარობის შემდგომი წყლულიდან ან ინფიცირებული საშვილოსნოდან. პარამეტრიუმის უჯრედისში ინფექციის გამომწვევის შეღწევას ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის და საშოს ზედა მესამედის დაზიანება. ანთებითი სეკრეტი სწრაფად მკვრივდება, რაც დაზიანებულ ქსოვილებს აძლევს დამახასიათებელ კონსისტენციას. სიმპტომები, მიმდინარეობა.