Tag Archives: წონასწორობის

წყალ – მარილოვანი ცვლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი … წყალ – მარილოვანი ცვლა – ორგანიზმში წყლისა და მარილების (ელექტროლიტების) შესვლის, მათი შინაგან გარემოში განაწილებისა და გამოყოფის პროცესების ერთობლიობა. წყალ – მარილოვანი რეგულაციის სისტემები უზრუნველყოფენ გახსნილი ნაწილაკების, იონური შემადგენლობისა და მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის მუდმივობას, ასევე ორგანიზმის სითხეების მოცულობასა და თვისებრივ შემადგენლობას. გაფრთხილება!  

ფუა – ტევერანის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუა – ტევერანის სიმპტომი – (Ch. Foix, ფრან.  ნევროპათოლოგი; A. Thevenard, ფრან.  ნევროპათოლოგი)ავადმყოფის წონასწორობის დაკარგვა ვერტიკალურ მდგომარეობაში, მისი მსუბუქი ბიძგისას გვერდზე; ნიშანია ნათხემის დაზიანებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ურემია

ურემია – ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული თვითმოწამვლის კლინიკური სინდრომი, რომელიც თირკმელების უკმარისობითაა განპირობებული: სისხლში ხდება ცილოვანი ცვლის საბოლოო და შუალედური ტოქსიკური პროდუქტების დაგროვება, მჟავა – ტუტოვანი და ოსმოსური წნევის წონასწორობის დარღვევები. ვლინდება მოდუნებით, სისუსტით, მძინარობით, გონების დაბინდვით, თავის ტკივილით, მხედველობის დარღვევით, პირის სიმშრალით, წყურვილით, ფაღარათით, კანის ქავილით, ღრძილებიდან სისხლდენით და სხვ. დაავადების ბოლო სტადიებზე სახის

Read More

ტეტანოიდური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტანოიდური სინდრომი  – (syndromum tetanoideum)კიდურების, სახის, ხორხის, ზოგჯერ სასუნთქი კუნთებისა და შინაგანი ორგანოების გლუვი მუსკულატურის განმეორებითი, ტონური შეკუმშვების შეტევები, განპირობებული მინერალური ცვლის მოშლით, უმთავრესად კალციუმის და მჟავა ტუტოვანი წონასწორობის; აღინიშნება ფარისებრახლო ჯირკვლების დაზიანების, ზოგიერთი ინფექციური დაავადებების და მოწამვლების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

სტაზობაზოფილია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაზობაზოფილია – წონასწორობის დაკარგვის შიში. აღინიშნება ფსიქიკურად დაავადებულებში და თავის ტვინის ორგანული დაზიანებების დროს (მაგ. პარკინსონიზმის, პოსტურალური არამდგრადობის, ვესტიბულური დარღვევებისას). ხშირია აგრეთვე  მოხუცებულებში მხედველობის დაქვეითებასთან და მსუბუქ პოლინევრიპათიასთან ერთად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა