Tag Archives: წრის

ცირკულური ღარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცირკულური ღარი – (ლათ.circulare – წრის შემოვლება) წრიული ღარი, ანუ გადაზონრვა, რომლის საშუალებითაც მიტოზის ტელოფაზაში გაყოფადი უჯრედის ციტოპლაზმა იყოფა და ორი შვილეული უჯრედი წარმოიქმნება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსიქიკური დეფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური დეფექტი – ავადმყოფური პროცესის შედეგად განპირობებული ამა თუ იმ ფსიქიკური ფუნქციის მოშლა  ცენტრალური ნერვული სისტემის დისოციაციის შედეგად. ფსიქიკური დეფექტის ჩარჩოებში, რომელიც ფორმირდება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების, თავის ტვინის  ტრავმის, ენცეფალოპათიების, ინტოქსიკაციების, ატროფული და სისხლძარღვოვანი პროცესების შედეგად, შესაძლებელია მოხდეს ფსიქიკის გამოხატული ცვლილებები, სხვადასხვა ხარისხის  ჭკუასუსტობამდე და

Read More

ფილტვის ღერო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის ღერო – (truncus pulmonalis; სინ.: ფილტვის არტერია) არტერია, რომელსაც მიაქვს ვენური  სისხლი გულის მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვებში; წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის მცირე, ანუ ფილტვის წრის საწყის რგოლს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფილტვის ვენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის ვენები – (venae pulmonalis) ორი მარჯვენა და ორი მარცხენა ფილტვის ვენები, რომელთაც მოაქვთ არტერიული სისხლი შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ფილტვიდან მარცხენა წინაგულში და წარმოადგენენ სისხლის მიმოქცევის მცირე წრის, ანუ ფილტვის წრის საბოლოო რგოლს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია – ფილტვის ღეროს ან ფილტვის არტერიული სისტემის ტოტების  მწვავე ოკლუზია თრომბით, რომელიც წარმოიქმნა სისხლის მიმოქცევის დიდი წრის ვენებში, ან გულის მარჯვენა ღრუებში. ეტიოლოგია, პათოგენეზი ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გართულებას; დაზიანების დონის მიხედვით განასხვავებენ ფილტვის ღეროს და ფილტვის მთავარი არტერიების თრომბოემბოლიას, წილოვანი და სეგმენტური ტოტების თრომბოემბოლიას, მცირე ტოტების თრომბოემბოლიას. სიმპტომები, მიმდინარეობა

Read More