Tag Archives: წყარო

აღრიცხვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აღრიცხვა – ნიშნებით ოპერირების წესთა სისტემა, რომელიც აფართოებს შინაარსობრივი აზროვნების შესაძლებლობას ამოცანათა გადაჭრასა და მოცემული აღრიცხვის (,,ენის”) საშუალებებით გამოთქმულ მსჯელობათა დამტკიცებაში. აღრიცხვის თავისებურება იმაშია, რომ ობიექტები, რომლებიც მასში ოპერირებენ, არიან მატერიალური საგნები (რიცხვები, ასოები და სხვ. ნიშნები), ისინი პრაქტიკულად უცვლელი რჩებიან მათდამი აღრიცხვის წესთა მიყენების პროცესში. ისტორიულად

Read More

აქსიომატური მეთოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აქსიომატური მეთოდი – მეცნიერული თეორიის დედუქციური აგების ერთ – ერთი ხერხი, რომლის დროსაც 1) ხდება გარკვეული თეორიის დაუსაბუთებლად მიღებულ წინადადებათა (აქსიომათა) რაიმე სიმრავლის არჩევა; 2) აშკარად არ ხერხდება მათში შემავალი ცნებების განსაზღვრება მოცემული თეორიის ფარგლებში; 3) ფიქსირდება მოცემული თეორიის გამოყვანისა და განსაზღვრების წესები, რომლებიც თეორიაში ახალი ტერმინების

Read More

აქსიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აქსიომა – (ბერძნ. Axioma – მიღებული დებულება) რაიმე მეცნიერული თეორიის ამოსავალი დებულება (წინადადება), რომელიც მოცემულ თეორიაში მიჩნეულია არადასაბუთებადად და რომლისგანაც (ანდა რომელთა ერთობლიობისაგანაც) გამომდინარეობს თეორიის ყველა დანარჩენი წინადადება ამ თეორიაში მიღებული გამომდინარეობის წესების თანახმად. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო

Read More

აუტენტიკაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აუტენტიკაცია – (ინტ.) authentication – ინფორმაციის ნამდვილობის (აუტენტურობის) და დგენა მხოლოდ და მხოლოდ მისი შინაგანი სტრუქტურის საფუძველზე, წარმოშობის წყაროსაგან დამოუკიდებლად. აუტენტიკაციის მეთოდების დამუშავება სულ უფრო აქტუალური ხდება ინტერნეტის განვითარების კვალობაზე, რადგან პრობლემატურია ინტერნეტიდან მოპოვებული ინფორმაციის სანდოობის საკითხი. როგორც წესი,ინტერნეტიდან მოპოვებული ფარმაცევტული ინფორმაციის სანდოობის ხარისხი პირველ დონეზე დგინდება

Read More