Tag Archives: წყლული

სიმპათიკური ოფთალმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმპათიკური ოფთალმია – (თვალის დაავ.) მძიმე ქრონიკული ირიდოციკლიტი, რომელიც ვითარდება დაუზიანებელ თვალში მეორე დაზიანებული თვალის, დუნედ მიმდინარე ტრავმული ირიდოციკლიტის დროს (გამჭოლი ჭრილობები, თვალზე ოპერაციების შემდეგ, რქოვანას პერფორირებული წყლული).  ეტიოლოგია ბოლომდე დადგენილი არ არის. სიმპტომები. დაუზიანებელი თვალის დაავადება ვლინდება ჭრილობიდან არა ნაკლებ 12 დღისა, ხშირად  – 3 –

Read More

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი)

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი) – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის სამკუთხედის ფორმის ნაკეცი, რომელიც გადადის რქოვანაზე შიგნითა, იშვიათად გარეთა მხრიდან. ზრდა ნელა მიმდინაეობს. მხედველობა უარესდება, როდესაც ფრთისებრი აპკი აღწევს გუგის მიდამოს. ეტიოლოგია. ქარით, მტვრით, მძაფრი ანაორთქებისგან და ა.შ. კონიუნქტივის ქრონიკული გაღიზიანება. ცრუ პტერიგიუმი, რომელიც რქოვანაზე გადადის ნებისმიერი მხრიდან, წარმოიქმნება კონიუნქტივის ნაკეცის რქოვანას დაზიანებულ ზედაპირთან (წყლული, დამწვრობა) შეხორცების შედეგად.

Read More