Tag Archives: ჭ

ჭეშმარიტი ეგზემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჭეშმარიტი ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია – მტევნების უკანა ზედაპირი და სახე. მწვავე პერიოდი გამოირჩევა ერითემატოზულ ფონზე მიკროვეზიკულების გამონაყრით. მათი გახსნის შემდეგ წარმოიქმნება წერტილოვანი ეროზიები (,,სეროზული ჭები’’), რომლებიც წვეთების სახით გამოყოფენ სეროზულ ექსუდატს. ანთებითი მოვლენების ჩაცხრომის პარალელურად ბუშტუკების რაოდენობა მცირდება, მათი ნაწილი შრება

Read More

სინოვიური ქონდრომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური ქონდრომატოზი – სახსრების, სახსრებახლო აბგებისა და მყესების ბუდეების კეთილთვისებიანი პროლიფერაციული დაავადება. ხასიათდება სინოვიური გარსის ხრტილოვანი მეტაპლაზიით ხრტილოვანი კვანძების წარმოქმნით, რომლებიც განიცდიან ჩაკირვას და გარდაიქმნებიან თავისუფალ სახსარშიგა სხეულად, ხოლო დიდი ზომების არსებობისას ჭიმავენ სასახსრე აბგას. კლინიკურად ვლინდება ტკივილებით, ტკაცუნით სიარულისას, სახსარში მოძრაობის შეზღუდვით, ლოკალური შეშუპებით. დიაგნოსტირდება რენტგენოლოგიურად.

Read More