Tag Archives: ხანშიშესული

ფატალური ოჯახური ინსომნია, ფატალური

ფატალური ოჯახური ინსომნია – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება; პათომორფოლოგიურად აღინიშნება თალამუსის, ნათხემისა და ტვინის ღეროს არჩევითი დაზიანება. ვლინდება საშუალო და ხანშიშესულ ასაკში მძიმე უძილობით, და ვეგეტატიური დარღვევებით, მეხსიერების მოშლით. მკურნალობა სიმპტომატურია. იხ.აგრეთვე :  ინსომნია ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!

სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი – (გინეკ.) სპეციფიკური ანთება, წარმოადგენს მეორად პროცესს. ტუბერკულოზის მიკობაქტერიები სასქესო ორგანოებში ხვდებიან უპირატესად ჰემატოგენური გზით (უხშირესად ფილტვებიდან, ნაწლავიდან, პერიტონეუმიდან). ხშირად გვხვდება 20 – 30 წლის ასაკის ქალებში, თუმცა ვლინდება აგრეთვე ბავშვებში და ხანშიშესულ ასაკშიც. დასნებოვნების მომენტიდან კლინიკურ გამოვლინებამდე ხანგრძლივი შუალედია (ზოგჯერ წლები). უხშირესად ტუბერკულოზით

Read More

ნეფროანგიოსკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეფროანგიოსკლეროზი – თირკმელების სისხლძარღვთა სკლეროზული დაზიანება, მათი სანათურის შემცირებით. ვლინდება ხანშიშესულ ასაკში ხანგრძლივი არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში არამუდმივი პროტეინურიით. იწვევს ნეფროსკლეროზის განვითარებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ანგიოფიბრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოფიბრომა – (angiofibroma; ბერძ. Angeion – სისხლძარღვი, ლათ. fibra – ბოჭკო + oma სიმსივნე; სინ. ჰემანგიოფიბრომა) კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვოვანი და ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილების შერწყმით. ლორწოვანი გარსების ანგიოფიბრომას აქვს პოლიპის სახე. ხშირი სისხლჩაქცევების გამო სიმსივნემ შესაძლოა მიიღოს მურა ფერი. კანის ანგიოფიბრომას აქვს მცირე ზომის, კარგად შემოფარგლული

Read More