Tag Archives: ხახა

ყბისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. პათოგენეზი დაკავშირებულია მიმდებარე რბილ ქსოვილებში ინფექციის გავრცელებასთან ლიმფური ან ვენური დინებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.

Read More

ქრონიკული კონიუნქტივიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული კონიუნქტივიტი – (თვალის დაავ.) – ეტიოლოგია. მტვერით,  კვამლით, ქიმიური და სხვა ნივთიერებებით თვალზე ხანგრძლივი ზემოქმედება, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები, გლისტური ინვაზიები, ანემიები, კვების უკმარისობა, ავიტამინოზები, ცხვირხახის და ცხვირის დანამატი ღრუების ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დაავადებები, არაკორეგირებული შორსმხედველობის, პრესბიოპიის, ასტიგმატიზმის დროს აკომოდაციის ზედმეტად დაძაბვა. სიმპტომები.

Read More