Tag Archives: ხერხემალში

ურიკოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურიკოპათიები – (ლათ. (acidum) uricum შარდმჟავა + ბერძ. Pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) – დაავადებების ჯგუფი, რომლებსაც საფუძვლად უდევთ პურინების, ქსანტინის, ნუკლეინის მჟავების ცვლის მოშლა, რაც იწვევს სისხლში, შარდში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში შარდმჟავასა და მისი მარილების – ურატების დაგროვებას. ურატები დამაზიანებელ ზემოქმედებას ახდენენ სხვადასხვა ორგანოებზე და სისტემებზე. მაგ.

Read More

პრუსაკის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრუსაკის სიმპტომი – (Prusak) ტკივილი ხერხემალში კიდურის მოტრიალებისას გარეთ ან შიგნით; ნიშანია ზურგის ტვინის კომპრესიისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოსტეობლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეობლასტომა – ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, გამოირჩევა გიგანტური ზომებით. უპირატესად ლოკალიზდება ხერხემალში, შესაძლებელია დააზიანოს ჩონჩხის სხვა ძვლებიც. დამახასიათებელია ინტენსიური ტკივილები დაზიანების კერის მიდამოში, რომელიც კუპირდება ანალგეტიკებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევებით. მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ინფექციური სპეციფიკური პოლიართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინფექციური სპეციფიკური პოლიართრიტი – აღინიშნება ტუბერკულოზის, დიზენტერიის, ბრუცელოზის, გონორეის, იშვიათად სხვა ინფექციური დაავადებების დროს. ართრიტის გამოვლინებები ვითარდება ძირითადი დაავადების გამოხატული სიმპტომატიკის არსებობის ფონზე. სპეციფიკური ტუბერკულოზური ართრიტი უფრო ხშირად ვლინდება მენჯ – ბარძაყის სახსარში და ხერხემალში სითხის ჩადგომის განვითარებისადმი მიდრეკილებით. გონორეისათვის დამახასიათებელია მონოართრიტი მუხლის, იდაყვის სახრის დაზიანებით და

Read More

ანევრიზმული ცისტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანევრიზმული ცისტა – სისხლით ავსებული ღრუ ძვალში, რომელიც ჰგავს ანევრიზმას. დაავადების ეტილოგია უცნობია. წარმოიქმნება 20 წლამდე ასაკში, ვითარდება თანდათანობით; ლოკალიზდება უმთავრესად გრძელ მილოვან ძვლებში ან ხერხემალში. ვლინდება ტკივილით, ლოკალური შეშუპებით. მალების დაზიანებისას შესაძლო გართულებებია: ზურგის ტვინის ან მისი ფესვების კომპრესია. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად და ბიოფსიით. მკურნალობა ოპერაციულია,

Read More