Tag Archives: ხილული

სპირალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპირალიზაცია – ქრომოსომების (spiralisatio chromosomatum) ქრომონემების დახვევა სპირალისებურად მიკროსკოპში ხილული ქრომოსომების წარმოქმნით, რომლებიც იქამდე უხილავი არიან თავისი დესპირალიზებული მდგომარეობის გამო. ეს პროცესი იწყება მიტოზის ან მეიოზის პროფაზაში. ქრომონემული სპირალის დახვევა მაქსიმუმს აღწევს მეტაფაზაში. ანაფაზის განმავლო­ბაში ქრომოსომები არ იცვლის სპირალიზაციის დონეს. მიტოზის (ან მეიოზის) ტელოფაზაში იწყება ქრომონემული სპირალის

Read More

სინათლის მიკროსკოპია

სინათლის მიკროსკოპია – უჯრედებისა და ქსოვილების გამოკვლევის ძირითადი მეთოდი სხვადასხვა კონსტრუქციის სინათლის მიკროსკოპების მეშვეობით, რომლებშიც ობიექტის გასანათებლად გამოყენებულია ხილული სპექტრების სხივები. სინათლის მიკროსკოპებს აქვს 0,2 მკ რიგის ხედვის და მაქსიმალურად 1500 – ჯერ შესაძლებელი გადიდების უნარი. სინათლის მიკროსკოპიის სახესხვაობებია ფაზურ­კონტრასტული, ინტერფერენციული, ანოპტრალური, პოლარიზაციუ­ლი და ბნელი არის მიკროსკოპია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More