Tag Archives: ხსნადი

უროგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უროგრაფია – (ბერძ. Uron შარდი + grapho წერა, გამოსახვა) საშარდე სისტემია რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდი, რომელიც დამყარებულია თირკმელების შერჩევით უნარზე გამოყონ სისხლში შეყვანილი წყალში ხსნადი იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სოლუბილიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოლუბილიზაცია – (ლათ. Solubilis ხსნადი)უხსნადი ან ნაკლებადხსნადი ნაერთების გადასვლა ხსნად მდგომარეობაში ზედაპირულ – აქტიური ნივთიერებების ზემოქმედებით, რომელიც დამატებულია გამხსნელში დაბალი კონცენტრაციით. მაგ. საკვების ლიპიდების გადასვლა ხსნად მდგომარეობაში ნაღვლის მჟავების ზემოქმედებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პირიდინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირიდინი – 1. უსიამოვნო სუნის უფერო სითხე; იყენებენ სამკურნალო საშუალებების, ჰერბიციდების სინთეზში, ეთილის სპირტის დენატურირებისათვის, როგორც გამხსნელი. პირიდინის მრავალი წარმოებული წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთს, მაგ. პირიდოქსინი, ნიკოტინი, ნიკოტინის მჟავა და სხვ. 2.  წყალში ხსნადი, უფერო კრისტალური ნივთიერება. ჰეტეროციკლური ნაერთია. შედის ნუკლეოტიდების, ვიტამინების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების

Read More

კაროტინოიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კაროტინოიდები – (კაროტინი + ბერძ. Eidos სახე) ბიოლოგიურად აქტიური ცხიმში ხსნადი მცენარეული პიგმენტები, რომლებიც ქიმიური აგებულებით და ფიზიკურ – ქიმიური თვისებებით ახლოს არიან მრავალ ჟანგბადშემბოჭველ პიგმენტებთან. დაახლოებით 10 სხვადასხვა კაროტინოიდს ახასიათებთ პროვიტამინ A – ს ბიოლოგიური აქტივობა. მათი გარდაქმნა A ვიტამინად ხდება ნაწლავებში და ამ გარდაქმნის ინტენსივობა

Read More

კალციფეროლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კალციფეროლები – ცხიმში ხსნადი ვიტამინები; არეგულირებენ კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში, რომლებიც აუცილებელია ძვლების ზრდისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კალციფეროლი – ერგოკალციფეროლი (ვიტამინი D2) შედის მცირე რაოდენობით მცენარეულ პროდუქტებში და ქოლეკაციფეროლი (ვიტამინი D3) – ცხოველურ პროდუქტებში. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება სტერინებისაგან კანში. უკმარისობა იწვევს მინერალური ცვლის დარღვევას, ბავშვებში –

Read More