ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური ტრავმა – (ფსიქოლოგია) ზიანი, რომელიც მიადგა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად, ან სხვა ადამიანთა მწვავე ემოციური, სტრესული ზემოქმედებით მის ფსიქიკაზე (იხ. ფსიქოგენია). ინტენსივობის მიხედვით ფსიქოტრავმირებად ზემოქმედებას ყოფენ: მასირებული (კატასტროფული), უეცარი და მწვავე, რომლებიც იწვევენ ადამიანის ადაპტაციური შესაძლებლობების მკვეთრ დათრგუნვას (იხ. სტრესი; დისტრესი;
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროფესიონალური შერჩევა – (ფსიქოლოგია) ფსიქოლოგიური შერჩევის სახესხვაობა. წარმოადგენს საშუალებათა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანისა და პროფესიების ურთიერთშესაბამისობას მოღვაწეობის იმ სახეებში, რომლებიც ხორციელდება ნორმატიულად მოცემულ საშიშ პირობებში (ჰიგიენური, მიკროკლიმატური, ტექნიკური, სოციალურ – ფსიქოლოგიური), რომელიც ადამიანისაგან მოითხოვს მაღალ პასუხისმგებლობას, ჯანმრთელობას, მაღალ შრომისუნარიანობას და დავალების შესრულების სიზუსტეს, მდგრად ემოციურ – ნებით