ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შისტოსომოზები – ტროპიკული ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს ტრემატოდები. ადამიანის დასნებოვნება შისტოსომების ლავრებით ხდება ბანაობისას, თეთრეულის რეცხვის და წყალთან სხვა კონტაქტების დროს. ლავრის ჩანერგვის ადგილზე ვითარდება დერმატიტი. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ ვითარდება შისტოსომოზის ზოგადი სურათი: ცხელება, თავის ტკივილი, ტკივილები ზურგსა და კიდურებში, შემცივნება, ოფლიანობა, ჭინჭრის ცხელება, შესაძლებელია სუნთქვისა და გულ
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოქსასკაროზი – (toxascarosis; სინ.: ტოქსასკარიდოზი)ჰელმინთოზი ნემატოზების ჯგუფიდან; ხასიათდება დისპეფსიური დარღვევებითა და ალერგიული გამოვლინებებით. ადამიანებში შედარებით იშვიათად გვხვდება; დასნებოვნება ხდება დაბინძურებული წყლის და საკვების მიღებით, რომელიც შეიცავს ჰელმინთის კვერცხებს. კლინიკურად ვლინდება ეოზინოფილური ინფილტრატების გაჩენით ფილტვებში, გრანულომებით სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში; ასევე აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში. დიაგნოზი დგინდება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპარგანოზი – (sparganosis)ჰელმინთოზი ცესტოდოზების ჯგუფიდან; იწვევს პლეროცერკოიდები და ხასიათდება შინაგანი ორგანოების, თვალების, კანქვეშა უჯრედისის, კუნთების დაზიანებით. ადამიანის დასნებოვნება ხდება წყალით, საკვებით (ფრინველის, ბაყაყის და სხვ. დაუმუშავებელი ხორცი), რომელიც შეიცავს პლეროცერკოიდებს. თვალის სპარგანოზის დროს ვითარდება ძლიერი ტკივილები, ცრემლდენა, შეშუპება და ქუთუთოს ფთოზი. ლავრების კანქვეშა უჯრედისში და კუნთებში პარაზიტობისას